ქართული ლოუკოსტერი მარტამდე ფრენებს აღარ განახორციელებს

© courtesy of Myway AirlinesMyway Airlines-ის თვითმფრინავი
Myway Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანიას, რომელსაც ერთი წელი შეუსრულდა, მომავალი გაზაფხულიდან მაჩვენებლების გაუმჯობესების იმედი აქვს

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია MyWay Airlines ტელ-ავივის გარდა ყველა მიმართულებით ფრენებს მარტამდე აჩერებს, განუცხადა პირველ არხს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, იგორ აფციაურმა.

„ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. ჩვენს პროგნოზთან შედარებით, უარესი შედეგი შეიქმნა მგზავრთნაკადის კუთხით. ასევე იმოქმედა ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენ ჯერ ხარკოვის რეისი გავაჩერეთ, ახლა გვიწევს კიევის გაჩერებაც“, – აღნიშნა აფციაურმა.

საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის >>

ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმით, იგეგმება გაყიდვების მოქმედი სისტემის ცვლილება, რადგან მან სრულყოფილად ვერ იმუშავა. გარდა ამისა, იანვარ-თებერვალში თვითმფრინავების გეგმიური ტექნიკური შემოწმება განხორციელდება, რა პირობებშიც ყველა რეისის შესრულება რთული იქნებოდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ავიარეისების რაოდენობა ზამთრის სეზონზე ერთი მესამედით გაიზრდება

აფციაურმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ავიაკომპანიას რეისების შესრულების ნებართვებისა და სიხშირეების მიღებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა სირთულეები, რის გამოც ზაფხულის სეზონი პრაქტიკულად ჩავარდა. თუმცა, ამ კუთხით პრობლემები ამ დროისთვის არ არსებობს.

„გარდა ამისა, ჩვენ ადგილობრივი კომპანიებისგან ძალიან დიდ არაჯანსაღ კონკურენციას განვიცდიდით, თუმცა ესეც გავიარეთ“, – აღნიშნა აფციაურმა.

Myway Airlines-ის მგზავრები, რომლებსაც გაუქმებულ რეისებზე ბილეთები შეძენილი ჰქონდათ, შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.

MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა დააარსა. გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. პირველი რეისი ავიაკომპანია MyWay Airlines-მა მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.

ქუთაისსა და პოლონეთის ორ ქალაქს ავიარეისები დააკავშირებს >>

კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი პროექტია 2015 წლის ოლიმპიური ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის თბილისის გარეუბანში ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, სადაც ის ახლაც აგრძელებს დიდი დასახლების მშენებლობას.

ყველა ახალი ამბავი
0