პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ვალუტა – ლარი
ეროვნული ვალუტა – ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ რეაგირება მოახდინა არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებაზე ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა შეისწავლის ხელისუფლების ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების ვალების დაფარვის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. საუბარია მილიარდ-ნახევრამდე ლარის დავალიანებაზე. ვალი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით დაიფარება, რომლის დამფუძნებელია ყოფილი პრემიერი, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ფინანსთა მინისტრი: „შავ სიაში" მყოფთა ვალებს ფონდი „ქართუ" დაფარავს>>

იმავე დღეს ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთავრობის ეს ინიციატივა საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის წინ შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
„მორიგი ტყუილი" – ოპოზიცია „შავსიელთა" მიმართ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

„ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნეს პროკურატურაში.

ვალების ჩამოწერა შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია ვერ იხდიან ბანკების ან სხვა ფინანსური ორგანიზაციების ვალებს. ამასთან, ბანკების ვალი 2 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს (პროცენტებისა და ჯარიმების გაუთვალისწინებლად).

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0