თბილისსა და პარიზს ფრანგული ფლაგმანი Air France დააკავშირებს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირდაპირ რეისებს საქართველოდან საფრანგეთში კიდევ ერთი ავიაკომპანია განახორციელებს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ფრანგული ფლაგმანი ავიაკომპანია Air France 2019 წლის აპრილიდან თბილისი–პარიზის რეისების შესრულებას გეგმავს, ნათქვამია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მფლობელი კომპანიის TAV Georgia განცხადებაში.

ინდური ავიაკომპანია Indigo-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
Indigo საქართველოში იფრენს

მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიასთან დასკვნით სტადიაშია. Air France-ის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და შეთანხმების დეტალებზე იმსჯელეს.

ფრენების სიხშირე და ბილეთების ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

ამჟამად კომპანია Air France რეისებს 170 მიმართულებით ასრულებს. ავიაპარკს სხვადასხვა ტიპის 212 საჰაერო ხომალდი ჰყავს.

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიair france-ს სამგზავრო ხომალდები
თბილისსა და პარიზს ფრანგული ფლაგმანი Air France დააკავშირებს - Sputnik საქართველო
air france-ს სამგზავრო ხომალდები

Air France-ის ბაზა პარიზის შარლ დე გოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. შარლ დე გოლის აეროპორტის ოპერატორია კომპანია ADP Group, რომელიც, თავის მხრივ, TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

ყველა ახალი ამბავი
0