ფულადი გადარიცხვები: საიდან შემოდის თანხა საქართველოში

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineფულის აღება ბანკომატიდან
ფულის აღება ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან გზავნიან.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 2018 წლის ოქტომბერში 11,6%-ით გაიზარდა და 137,2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი — 2018 წლის ოქტომბერში ამ ქვეყნიდან გადმოირიცხა დაახლოებით 39,7 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 1%-ით მეტია.

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ელექტრონული გადმორიცხვები ლარის კურსზე

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან ოქტომბერში დაახლოებით 29% იყო.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 15,5%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 1,3%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში დაახლოებით 376 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის ოქტომბერში გადარიცხულია 21,2 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,6%-ით მეტია. მთლიანობაში 2018 წლის ათ თვეში დაახლოებით 188,2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,4%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0