საქართველოში, შესაძლოა, ხორცი გაძვირდეს

© photo: Sputnik / Alexander Utkin / გადასვლა მედიაბანკშისაქონლის ხორცი
საქონლის ხორცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა საქონლის ხორცზე, მაგრამ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი არასაკმარისია.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცი საქართველოს არ ჰყოფნის, ამიტომ იზრდება გაყინული ხორცის იმპორტი, რაც ფასებზე აისახება, იუწყება ტელეკომპანია Imedi „რესტორატორების ასოციაციის" თამჯდომარის შოთა ბურჯანაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, ხარისხიანი ხორცის დეფიციტი ქართულ ბაზარზე უკვე დიდი ხანია შეინიშნება. ერთ-ერთ მიზეზად რესტორნების რაოდენობის ზრდას და ტურიზმის სფეროს გააქტიურებას ასახელებენ.

მატყლის დამუშავება - Sputnik საქართველო
რისთვის სჭირდებათ ევროპაში ქართული მატყლი

„დღეს ბაზარზე ხარისხიანი ხორცის რეალურად დიდი დეფიციტია. რას აკეთებს მომწოდებელი ხარისხიანი ხორცის დეფიციტის დროს? – მომწოდებელი ამ ხორცს უხარისხო, იმპორტირებული, გაყინული ხორცით ანაცვლებს", – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოში 2017 წელს იმპორტირებული იყო 124 ათასი ტონა გაყინული ხორცი. ამჟამად კილოგრამი რბილი ხორცი საშუალოდ 15 ლარი ღირს, ხოლო ძვლიანი – 12 ლარი.

არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, სპეციალისტების აზრით, მეცხოველეობის ფერმების გაფართოებაა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე მცირდება. თუ 2016 წელს საქართველოში 962 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, 2017 წელს მათი რაოდენობა 909 ათასამდე შემცირდა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0