ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში – რუსეთი პირველ ადგილზეა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 10 თვეში 901 ათას ტონაზე მეტი ნავთობრპოდუქტების იმპორტი განხორციელდა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინისა და დიზელის საწვავი) ყველაზე დიდი მომწოდებელი რუსეთია – იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 241 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტები, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

ამგვარად, მიმდინარე წელს რუსეთმა გაუსწრო რუმინეთს, რომელიც წლების განმავლობაში ნავთობპროდუქტების უდიდესი მომწოდებელი იყო. რუსული ნავთობპროდუქტების წილი ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის საერთო რაოდენობის 26,5%-ია. სულ 10 თვეში საქართველომ შემოიტანა 901 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტები, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,4 ათასი ტონით მეტია.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი" დაასახელა

რაც შეეხება ოქტომბრის მონაცემებს, ერთ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 95,7 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი, რაც გასული წლის ოქტომბრის მონაცემებს 14,6 ათასი ტონით ჭარბობს. მხოლოდ ბენზინის იმპორტმა ოქტომბერში 46,5 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის – 49,2 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს, გარდა ბენზინისა და დიზელის საწვავისა, მოჰყავს მონაცემები სხვა ტიპის ნავთობროდუქტების იმპორტის შესახებ – საავიაციო ნავთის, ბიტუმის, გათხევადებული აირის, საცხებ-საპოხი მასალების.

საავიაციო ნავთი

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,6 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (78,1 ათასი ტონა).

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტოგასამართი სადგურების შემოწმება იწყება

ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (10,3 ათასი ტონა) შედარებით.

2018 წლის ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქმენეთი – 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საბერძნეთი – 4,0 ათასი ტონა (48,2%).

ბიტუმი

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,5 ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე (9,7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანზე.

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 83,3 ათასი ტონა, რაც 7,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (91,1 ათასი ტონა).

გათხევადებული აირი (პროპანისა და ბუტანის ნაერთი)

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელზე (1,6 ათასი ტონა).

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ქვეყანაში მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი უნდა შემოვიდეს

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 11,9 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (13,0 ათასი ტონა).

რომელი ქვეყანა ამარაგებს საქართველოს გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთებით (LPG), მითითებული არ არის.

საცხებ-საპოხი მასალები

ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით (1,6 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,7 ათასი ტონა).

რომელი ქვეყანა ამარაგებს საქართველოს საცხებ-საპოხი მასალებით, როგორც გათხევადებული აირების შემთხვევაში, მითითებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0