04:14 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
გაზქურა

სამეგრელოს გაზიფიცირების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (417)
46 0 0

სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში  სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეობით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული, განაცხადა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

მინისტრიოს მოადგილის თქმით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში  სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეობით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია.

„თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, არის ე.წ. გამოტოვებული სოფლები, ასევე ნაწილობრივ გაზიფიცირებული სოფლები. ეს ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტია, 2019 წელს ამ თვალსაზრისით უკვე ყველაფერს დავასრულებთ და დავიწყებთ ორი დიდი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ესენია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, სადაც მომავალ წელს მკვებავი მილი იქნება შეყვანილი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას  ინფორმაციით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირება 2020 წელს  დასრულდება.

დღეს ნათია თურნავა სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა, სადაც  ბუნებრივი აირი პირველად აინთო.

თემები:
საქართველოს რეგიონები (417)

მთავარი თემები