ნათია თურნავა: „კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას“

გამოწერა
„ბოდორნაჰესი“ იმითაც არის გამორჩეული, რომ იგი ე.წ. „მწვანე ჰესია“.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ახალი, ეკოლოგიურად სუთა ჰესი „ბოდორნაჰესი“ დღეს  საზეიმიოდ გაიხსნა და  საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტრო. 

ჰიდროელექტროსადგური - Sputnik საქართველო
ნამახვანიჰესის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GWP) დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნაში  „ბოდორნაჰესის“ მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის  დადგმული სიმძლრავე 2,5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15მლნ.კვტ/სთ.

ჰესის გახსნის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი   გიორგი ცხადაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს  მცირე ჰესების განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჰესის გახსნის ცერემონიაზე.

 „ბოდორნაჰესი“ იმითაც არის გამორჩეული, რომ იგი ე.წ. „მწვანე ჰესია“.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0