ვინ დაინიშნა ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოს პირველ ხელმძღვანელად

© photo: Sputnikეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩია.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

ლევან სურგულაძე 59 წლისაა. ის საპენსიო სააგენტოს დირექტორად დანიშვნამდე სს „კავკასიის ბიზნეს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 

პენსიონერი - Sputnik საქართველო
რას იტყვის თემიდა... ანუ გვექნება თუ არა ოცნების პენსია?!

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩია.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა. სულ შემოვიდა 70 განაცხადი, მათგან  კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია.

კანდიდატებმა გასაუბრება 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გაიარეს. 

სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო — პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იქნება. მის მოვალეობებში შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საპენსიო სააგენტოს მართვა.

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიმდინარე წლის ივლისში მიიღო. 

საპენსიო რეფორმის მიხედვით, საპენსიო სქემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის სავალდებულო იქნება. დასაქმებული საპენსიო ფონდში ანაზღაურების 2%-ს გადაიხდის. დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. ამასთან, 2%-ს გადაიხდის სახელმწიფოც.


ყველა ახალი ამბავი
0