11:03 21 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0693
  • 100 RUB3.9538
  • USD2.6193
ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა

მიქაბაძე: რეინვესტირების ზრდის ტენდენცია ინვესტორთა ნდობის ზრდაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს

© FB / Geosteel LLC
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (386)
34 0 0

საქსტატის ცნობით, იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik.საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 9,4%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში 34,3%-ით გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45,9% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„რეინვესტირების ზრდის ტენდენცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდაზე, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები“, —განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ. 

მიქაბაძის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელს უწყობს მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნეს-საქმიანობის გასაფართოებლად. 

2018 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში, სადაც ინვესტიციების მოცულობამ 108.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საფინანსო სექტორში ინვესტიციების მოცულობამ 64.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3105%-ით (62.1 მლნ. აშშ დოლარით) აღემატება. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების 21.3%-იანი ზრდა (3.9 მლნ. აშშ დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 22.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. 

„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში გაიზარდა და ზრდამ 56,8% (66.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო საერთო მოცულობამ 184.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ცოდნის და ტექნოლოგიების ტრანსფერს ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე," — აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების და ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. 

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას," — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ. 

რას შეეხება მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს, „საქსტატის“ ცნობით, იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


თემები:
საქართველოს ეკონომიკა (386)

მთავარი თემები