ექსპორტი საქართველოდან იზრდება

გამოწერა
პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება ქვეყნის მთავრობის მიერ წარმოებული მიმდინარე თუ დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 28,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,87 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.

2018 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში შემოტანილია 5,18 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია — 22,9%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის იანვარ-ივლისში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის პირველ შვიდ თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 7,05 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე).

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
რამდენით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი შვიდ თვეში

2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46,9%-ს შეადგენს.

„საქსტატის" მონაცემებით, ივლისში საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა დაახლოებით 277,9 მილიონი დოლარი შედგინა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30,7%-ით მეტია.

2018 წლის მაისში საქართველოში ექსპორტის 50,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ეს რამდენიმე ფაქტორით ახსნეს, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას," — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0