10:32 19 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0352
  • 100 RUB3.9895
  • USD2.6655
თურქული ლირა

ლირის გაუფასურებას ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება

© REUTERS / Murad Sezer
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ლარის კურსის დაცემა (12)
145 0 0

დღეს თბილისში, სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2.49-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ღირებულება 2.62 ლარს აღწევდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ეროვნული ვალუტის მდგომარეობას,  2018 წლის 10 აგვისტოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1 პროცენტით არის გამყარებული“, — აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დღეს დილიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 აგვისტოს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4687 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, დღეს თბილისში, სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2,49-2,55 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ღირებულება 2,62 ლარს აღწევდა.

„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება.  ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბერიძეს.

ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი >>

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული 5,7%-იანი ეკონომიკური ზრდის,  მათ შორის მეორე კვარტალში 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გააქტიურებული საინვესტიციო საქმიანობა, ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, გაზრდილი ტურიზმი, ასევე პოზიტიური ტრენდით ხასიათდება მიმდინარე პერიოდში საგარეო სექტორის მდგომარეობა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრის მონაწილეები უფრო აქტიურად აკვირდებიან რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის თურქეთისას, სადაც ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას აქვს ადგილი, ანალოგიური ვითარებაა რუსეთში რუბლის შემთხვევაშიც.  

„აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება,  საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას“, — აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია და ივლისში 15,85 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს.

„ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 28.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ოპერატიული მონაცემებით ივლისში ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, რომელიც იანვარ-ივნისში 24.4 პროცენტით (266.8 მილიონი აშშ. დოლარით) გაიზარდა. ივლისის თვეშიც ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა. ტურისტების რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა, რაც წინასწარი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 25 პროცენტიან ზრდას ნიშნავს.

რა მოგება მოუტანა ბანკებს სავალუტო ოპერაციებმა 2018 წელს >>

2018 წლის იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები 19.1%-ით (101.8 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და  634.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

კურსის სტაბილურობას ხელს უწყობს ლარიზაციის ზრდის ტენდენციაც. 2017 წლის  დასაწყისიდან დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია სახეზეა. 2018 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით დეპოზიტების ლარიზაცია 2016 წლის ბოლოსთან შედარებით გაზრდილია 9,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სესხების ლარიზაცია  10,9 პროცენტული პუნქტით. განსაკუთრებით გაზრდილია ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 14,9 პროცენტული პუნქტით.


თემები:
ლარის კურსის დაცემა (12)

მთავარი თემები