საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

© Sputnik / STRINGERთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრთნაკადი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტშია გაზრდილი

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2018 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 2,7 მლნ-ზე მეტ ადამიანს მოემსახურნენ, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს შიდა ავიარეისებზე ბილეთების ფასები ძვირდება

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 28%-ით გაზრდილია. 2017 წლის ამავე პერიოდში აეროპორტები 2,1 მლნ მგზავრს მოემსახურნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შვიდ თვეში დაახლოებით 2,1 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 27%-ით მეტია.

2018 წლის ივლისის ჩათვლით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 310,1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 33%-ით აჭარბებს.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ კვლავ შენარჩუნებულია ზრდის ტენდენცია. 2018 წლის პირველ შვიდ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 301,5 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 29%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის 7 თვეში 4 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.

© Sputnikსაქართველოს აეროპორტები სულ უფრო მეტ მგზავრს იღებენ
საქართველოს აეროპორტები სულ უფრო მეტ მგზავრს იღებენ - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტები სულ უფრო მეტ მგზავრს იღებენ
ყველა ახალი ამბავი
0