გაიზრდება თუ არა პურის ფასი

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშილავაში
ლავაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პურპროდუქტების ქარხნებს, ფქვილის, საწვავისა და რეალიზატორების მომსახურების ფასების ზრდის გამო, შემოსავლები შეუმცირდა

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ფქვილის ფასი გაიზარდა. სპეციალისტები ცომეულის ნაწარმის ფასების ზრდას არ გამორიცხავენ, წერს გაზეთი "რეზონანსი".

საქართველოში ფქვილის ბაზართან დაკავშირებით ისაუბრა და პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ფქვილის ფასმა 4-5 ლარით მოიმატა. ახლა მოსავლის აღების პერიოდია. ასეთ დროს ფასი ყოველთვის იკლებს. გასაგებია, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო მოსავალი, მაგალითად, ავსტრალიაში, ცუდი იყო, მაგრამ ჩვენი მომწოდებელი რუსეთია და როგორც ამბობენ, მოსავალი ასევე 25%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

ბენზინი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

მან ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, რომლებიც პურპროდუქტების თვითღირებულებაზე მოქმედებს.

„გაძვირდა საწვავი, ენერგომატარებლები (რაიონებში), ხორბალს რომ წინათ 30 თეთრად აბარებდნენ, ახლა 40 თეთრი ღირს… რეალიზატორებს 5 თეთრი აღარ აკმაყოფილებთ, მათ 10 ან 15 თეთრი თუ არ დარჩათ მოგება, პურს არ გაგიყიდან", — განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, პურის ფასის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

საწარმო „იფქლის" ხელმძღვანელმა ბაქარ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ კომპანიას ჯერჯერობით ფქვილის მარაგი აქვს.

„ჩვენ გვაქვს პურის ქარხანა და ვადასტურებთ, რომ ფქვილის ფასმა მოიმატა და ცოტა გასაკვირია, რატომ მოხდა ეს მაშინ, როდესაც სეზონია და მოსავლის აღების პერიოდია. რაც შეეხება იმას, გაძვირდება თუ არა პურპროდუქტები, ეს უკვე მომავლის საკითხია. ჯერ მარაგი გვაქვს, ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ ფასის ზრდას. მარაგი რომ ამოგვეწურება, მერე რა ეღირება ფქვილი, იმაზეა დამოკიდებული ჩვენი პროდუქტის ფასიც", — განაცხადა ბაკურაძემ.

პურის ფასის მატების შესახებ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ლაპარაკობენ. ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ამას არ დაუშვებდა. ამჟამად პურის ფასი 0,7 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0