რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე მეტ ქართულ ატამსა და ვაშლატამას

გამოწერა
ატმის საბითუმო ფასი 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 —ჯერ მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დღეის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 6,494.7 ტონა შეადგინა, რაც 4,761.9 ტონით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო მხოლოდ 1,732.7 ტონა ატამი და ვაშლატამა.

ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (72.4%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11.2%), ასევე, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.

ატმის მოსავალი - Sputnik საქართველო
ქართული ატმის ექსპორტი ხუთჯერ გაიზარდა

ატმის საბითუმო ფასი ბაზარზე 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით.

ჯგუფი „ერთი ფანჯრის" პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

 

ყველა ახალი ამბავი
0