17:34 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. რუსეთი–ხორვატია

ხორვატიის ფეხბურთის ნაკრებისთვის ფორმებს ქართული კომპანია კერავს

© photo: Sputnik / Alexander Wilf
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (388)
136 0 0

„აჭარა ტექსტილი“ წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ.

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik. ხორვატიის ფეხბურთის ნაკრებისთვის ფორმებს  ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ კერავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

„აჭარა ტექსტილი“  საგენტოს „აწარმოე საქართველოში“  ბენეფიციარია. 

კომპანია 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. 

ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდი საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა. ხორვატიის ნაკრები ამჟამად მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

კომპანიას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში საქართველოს 2 500 მოქალაქე ჰყავს დასაქმებული.

სააგენტოს მხარდაჭერით  კომპანიამ მარტიდან ასორტიმენტის გაფართოება და ფოთში ახალი საწარმოს აშენება შეძლო. დასაქმდა კიდევ  3 000 ადამიანი.

ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობს  ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა New Balance და Under Armour. 

ამჟამად კომპანია წლიურად 10 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.

შპს „აჭარა ტექსტილი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  80 მლნ ლარია.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (388)

მთავარი თემები