საქართველოში დაზღვეულია ავტომობილების მხოლოდ 5,5%

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი თბილისის სანაპიროზე
ტრანსპორტი თბილისის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომფლობელები საქართველოში უფრო ხშირად აზღვევენ საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში დაზღვეულია 71 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც ქვეყანაში დარეგისტრირებული მანქანების საერთო რიცხვის 5,5%-ს შეადგენს, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით.

ამგვარად, საქართველოში მანქანებს უფრო ხშირად აზღვევენ. მაგალითად, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, იყო 56 000 დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება, ხოლო 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით — 52 600-ზე მეტი.

საცობი საავტომობილო გზაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა

თანხამ, რომელიც საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეული მანქანებიდან მოიზიდეს, 24,7 მილიონ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშში.

საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ამასთან ყოველ მესამეს საკუთარი ავტომობილი ჰყავს.

ამასთან საქართველოში ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს.

ამასთან, შსს-ს მონაცემებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები საქართველოში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტრანსპორტთან დაკავშირებული ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, მათ შორის 66 შემთხვევა ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.


ყველა ახალი ამბავი
0