საქართველოში ბენზინი გაძვირდა: მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა

© photo: Sputnik / Aleksandr Kozhokhin / გადასვლა მედიაბანკშიბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილების რაოდენობის ზრდა და ტურისტების მზარდი რაოდენობის გადაყვანა ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდას იწვევს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასებმა მოიმატა — ბოლო სამ თვეში დიზელის საწვავი საშუალოდ 10-15 თეთრით გაძვირდა.

ამავე დროს გაიზარდა მოთხოვნა საწვავზე — 2018 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების იმპორტი გასული წლის პერიოდთან შედარებით 15,7%-ით გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტის და საწვავის ფასის ზრდის შესახებ, აგრეთვე უახლოეს თვეებში იმპორტის, მოხმარების და ფასების შესაძლო მომატების შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა უამბო.

რატომ გაიზარდა მოთხოვნა

2018 წლის მაისში საქართველოში 100 000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.

მაისში გაიზარდა ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტიც და მოხმარება. კერძოდ, გაზაფხულის ბოლო თვეში ქვეყანაში 43,1 ათასი ტონა ბენზინი და 57 ათასი ტონა დიზელის საწვავი შემოიტანეს.

რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი - Sputnik საქართველო
კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი - ექსპერტები თბილისში შეიკრიბებიან

„ბოლო სამი-ოთხი წელი ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ნავთობპროდუქტების — ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტი და პარალელურად მოხმარება. იმპორტის ზრდის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ თავად ავტოპარკი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი საშუალოდ 6 – 7%-ით იზრდება“, — აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, მოხმარების ზრდას ხელს უწყობს ტურისტები და სატრანზიტო გადაზიდვები, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს საქართველოში ვიზიტების რეკორდული რაოდენობაა მოსალოდნელი.

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები 2018 წელს? >>

„გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში ლეგალურად გააქვთ დიზელის საწვავი და ბენზინი, რადგან ჩვენთან გაცილებით იაფია ვიდრე თურქეთში და შეიძლება ითქვას, რომ საწვავი საქართველოდან თურქეთში ავზებით გადის“, — განაცხადა მან.

მთვრალაშვილის თქმით, 2018 წლის ხუთ თვეში ნავთობპროდუქტების მოხმარებამ და იმპორტმა გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს გადააჭარბა: იანვარ-მაისში ქვეყანაში შემოიტანეს დაახლოებით 430 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები, რაც გასული წლის იმავე პერიოდს 15,7%-ით აღემატება.

ამ პერიოდში გაიზარდა ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტიც და მოხმარება. იანვარ-მაისში ბენზინის იმპორტმა 208,6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის — 221,3 ათასი ტონა.

ექსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა: ექსპორტი მეოთხედით გაიზარდა

„ანუ ტენდენცია ძალზე დადებითია და ველოდებით, რომ ამ წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მაღალ დონეზე იქნება“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ნავთობპროდუქტების მოხმარება გაიზრდება, მაგრამ არა ისეთი რაოდენობით და თანაფარდობით, როგორც ეს გასულ წლებში მოხდა.

კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს >>

„შენარჩუნდება თუ არა ზრდის ტემპები მომავალში, რთული სათქმელია, რადგან საქართველოში ამ მომენტში საწვავის საცალო ფასები ბოლო წლების განმავლობაში ისტორიულად ყველაზე მაღალია“, — განაცხადა ექსპერტმა.

რატომ გაიზარდა ფასები

ბოლო სამ თვეში ნავთობპროდუქტების — დიზელის საწვავის და ბენზინის ფასები საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა, განაცხადა მთვრალაშვილმა.

დღეისათვის ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრის საშუალო ფასი შეადგენს: ბენზინი სუპერი — 2,50-2,60 ლარი, პრემიუმი — 2,33-2,47 ლარი, რეგულარი — 2,23-2,38 ლარი, ევრო დიზელი — 2,33-2,49 ლარი, დიზელი — 2,33-2,44 ლარი. მიმდინარე კურსი: 1 დოლარი — 2,5 ლარი.

ადგილობრივები და ტურისტები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე - Sputnik საქართველო
ეკონომიკის ზრდა აპრილში – ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში

მისი თქმით, საცალო ქსელში საწვავის ფასი ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული — ეს არის ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, რადგან ნავთობპროდუქტებს იძენენ დოლარში, ხოლო საქართველოში პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში იყიდება.

„ნავთობი ძალიან გაძვირდა — ბოლო სამ თვეში, Platt's-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასებმა ერთ ტონაზე საშუალოდ 110 დოლარით გაიზარდა — ეს კი 20-პროცენტიანი ზრდაა. დიზელის საწვავზე ფასები ერთ ტონაზე დაახლოებით 100 დოლარით გაიზარდა, ესეც სადღაც 20%-ია. გარდა ამისა, ბოლო თვეებში ძალიან გაიზარდა ჰიბრიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, რომელიც გაცილებით ნაკლებად ხარჯიანია“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების სერიოზული ზრდის ფონზე საქართველოში ფასებმა 3-5%-ით მოიმატა.

„ამ მომენტში ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ჯერჯერობით საერთაშორისო ბაზრებზე ფასები სტაბილურია. უხლოეს დროს, 22 რიცხვში OPEC-ის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების შეხვედრა შედგება, სადაც გადაწყდება გლობალური საკითხები, რომლებზეც იქნება დამოკიდებული მოვლენათა შემდგომი განვითარება, კერძოდ, აიწევს თუ დაიწევს ფასები“, — განაცხადა მან.

ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, თუ… >>

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფასები ხშირად იცვლება — ტრადიციულად ზაფხულში ფასები მუდმივად იზრდება, ამიტომ ზუსტი თქმა, რა და როგორ მოხდება, მათ შორის ქართულ ბაზარზე, ძალიან რთულია.

„ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში და კვირებში ფასები ბაზარში სტაბილურობას შეინარჩუნებს“, — განაცხადა მან.


ყველა ახალი ამბავი
0