აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციებს გაზრდის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსირების მოცულობას გააფართოებს

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო ვარაუდობს, რომ 2019-2020 წლებში პროექტების ფინანსირება 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, ნაკაომ გააკეთა განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო
საქართველომ აზიიდან შეიძლება მეტი თანხა მიიღოს

„მამუკა ბახტაძესთან მქონდა ძალიან კარგი და ხანგრძლივი დისკუსია მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სტრუქტურულ რეფორმებზე. ასევე იმ დახმარების შესახებ, რომელიც აზიის განვითარების ბანკს შეუძლია საქართველოს გაუწიოს“, — განაცხადა ნაკაომ.

ნაკაომ ასევე ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

თავის მხრივ, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობა დღითიდღე ვითარდება და ამის მაგალითია, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ნაკაოს ვიზიტი საქართველოში.

„საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად“, — აღნიშნა ბახტაძემ.

ADB თბილისის მეტროს რემონტზე 12 მილიონ ევროს გამოყოფს >>

საქართველოს აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. 

დღეისათვის ADB-ს მიერ საქართველოში გამოყოფილი თანხა დაახლოებით 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0