კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი - ექსპერტები თბილისში შეიკრიბებიან

© press-service of Azerbaijan Railwaysრკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი
რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ახალ მომსახურებასა და მარშრუტებთან.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018" გაიმართება თბილისში 12-13 სექტემბერს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა. 

კონფერენცია ტრადიციულად შეკრებს სხვადასხვა ქვეყნის ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების წარმომადგენლებს, საწვავის და მშრალი ტვირთების მომხმარებლებს, რომლებიც კასპია-შავი ზღვის რეგიონის ბაზარზე ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და ერთმანეთს უნიკალურ ინფორმაციას გაუზიარებენ. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Argus Media. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2018 წელს კონფერენციის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

თბილისში გამართულ კონფერენციაზე განხილვის ძირითადი თემები გახდება აზერბაიჯან-საქართველოს სატრანსპორტო დერეფნები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატარიფო პოლიტიკა და ტვირთნაკადები ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე, აგრეთვე აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.

„თამაშის წესები“ მაინინგში: თბილისში გაიმართება კონფერენცია კრიპტობიზნესში >>

შარშან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Petrocas Energy Group, GR Transit Line, KazTransOil, Batumi Oil Terminal, Batumi Sea Port, SOCAR, ОTEKO, ფოთის პორტი, „თენგიზშევროილი“, „თენგიზტრანსგაზი“, Turkmen Petroleum Trading, „МРП-ტანკერი", „БФ ტანკერი", KTZ Express, Maddox, Rail Chem, „РН-ბუნკერი", Mitsubishi Corporation და სხვები.

წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
ექსპრეს–ტრანზიტი საქართველოს გავლით: აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გზა ორჯერ შემცირდება

Argus Media —შეფასების წამყვანი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას ფასებზე, სიახლეებზე და ანალიტიკურ მასალებს. სთავაზობს კონსალტინგურ მომსახურებას და დარგობრივ თემებზე კონფერენციებს ატარებს. მსოფლიოს 140 ქვეყანა იყენებს Argus-ის მონაცემებს ფიზიკური პარტიების საკონტრაქტო ღირებულების დასაანგარიშებლად, ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიზნით.

Argus-ის კონფერენციები წარმოადგენს პლატფორმას დარგის საკვანძო მოთამაშეებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, ახალი პარტნიორების ეფექტური ძიებისთვის და ბაზრის აქტუალურ საკითხებზე ექსპერტების შეფასებების მისაღებად.

 

ყველა ახალი ამბავი
0