18:24 21 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8414
  • 100 RUB3.8647
  • USD2.4573
ავიაკომპანია  Jazeera Airways

საქართველოს ცა: დატვირთვა 10,05%–ით გაიზარდა

© FB / Jazeera Airways
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (62)
44 0 0

ტრანზიტული გადაფრენების რაოდენობამ 41,9 ათასი ფრენა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,7%–ით მეტია

თბილისი,  14 ივნისი— Sputnik. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10,5%–ით გაიზარდა, ნათქვამია შპს „საქაერონავიგავიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ხუთი თვის განმავლობაში  შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5, 5 ათასი ფრენით და 10,5%-ით მეტია 2017 წლის იანვარ–მაისის მაჩვენებელზე. 

აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა როგორც აფრენის, ისე დაფრენის რაოდენობა, ასევე ტრანზიტული რეისების რაოდენობა, ნათქვამია განცხადებაში.

იანვრიდან მაისის ჩათვლით საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 16 ათასი აფრენა–დაფრენის ოპერაცია ჩატარდა, რაც 25,5%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გარდა ამისა, 2018 წლის პირველ ხუთ თვეში ტრანზიტული გადაფრენების რაოდენობამ 4,1 ათასზე მეტი შეადგინა, რაც 5,7%–ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავე დროს, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ–მაისში 16, 385 მილიონი კილომეტრი შეადგინა, რაც 0,2%–ით ნაკლებია, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

 „ეს შპს „საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის დადებითი შედეგია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე მეტად საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული ფრენებისთვის იყენებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Turkish Airlines INC, Qatar Airways, Thai Airways International LTD, Azerbaijan Airlines – AZAL, Singapore Airlines LTD.

2018 წელს საქართველოს აეროპორტების აფრენა–დაფრენის ტოპ–მომხმარებლად დაფიქსირდნენ   GEORGIAN AIRWAYS–ი, TURKISH AIRLINES–ი, WIZZ AIR–ი და UKAINE AIRLINES–ი.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 2018 წლის იანვარ–მაისში რეგულარული და არარეგულარული რეისებით გაუწიეს მომსახურება 1, 608 მილიონზე მეტ ადამიანს – 3,2 %–ით მეტი მგზავრია, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში მაღლი ზრდაა დაფიქსირებული. 


თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (62)

მთავარი თემები