საქართველოს და რუმინეთის პორტები დამეგობრდებიან

© FB / Anaklia Portანაკლია - აქ იქნება პორტი
ანაკლია - აქ იქნება პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტი კონსტანცა ანაკლიას მიმართულების პოპულარიზაციასა და სატრანსპორტო მარშრუტების შემუშავებაში დაეხმარება

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ანაკლიისა და რუმინულ პორტ კონსტანცას პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია ანაკლიის პორტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მემორანდუმი პორტებს შორის სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორისაა ინფორმაციის გაცვლა, სატრანსპორტო მარშრუტების გეგმისა შედგენა და ასევე თანამშრომლობა ლოგისტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ სფეროში.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიაში შესაძლოა ისრაელის საწარმოები გაჩნდეს

ჩინური კომპანია ანაკლიის პორტში 50 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს >>

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კონსტანცას პორტი გამოცდილებას გაუზიარებს და პოპულარიზაციას გაუწევს ანაკლიის პორტს. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე იმუშავებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც კონსტანცაა. ეს სამომავლოდ უკვე ჩვენს ერთობლივ კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას ნიშნავს, რაც ორივე პორტისთვის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა და კიდ7ევ უფრო სწრაფი განვითარების პერსპექტივაა“, — განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

კონსტანცას პორტი ნოვოროსიისკის შემდეგ უმსხვილესია შავ ზღვაში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია. მას შეუძლია მიიღოს სუეცის არხით გამავალი ყველა გემი. 2012 წელს კონსტანცას პორტის ჯამურმა ტვირთბრუნვამ 50,5 მილიონი ტონა შეადგინა.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ ასოცირებული წევრი გახდა

ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. კონსორციუმი დაარსებულია კომპანია TBC Holding–ისა და ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC-ს მიერ, რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში.

მომავალი იწყება დღეს: როგორი იქნება საქართველოს ულტრათანამედროვე ქალაქი >>

პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია Maritime & Transport Business Solutions–თან (MTBS) ერთობლივად შემუშავდა.

ოპერატორი და ინვესტორი გახდა ამერიკული კომპანია SSA Marine. თებერვალში პორტის მშენებლობაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა ჩინურმა კომპანია China Railway International Group-მა.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პორტის ამოქმედება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი. კონსორციუმის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პორტის და ქალაქ-თანამგზავრის განვითარება ფაზების მიხედვით განხორციელდება. სულ გათვალისწინებულია ცხრა ფაზა, რომელიც 50 წლის განმავლობაში განხორციელდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0