ბათუმში სასუქის მწარმოებელთა კონგრესზე 50 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საზღვაო პორტი
ბათუმის საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასუქის მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობენ მწარმოებელი საწარმოების, ქიმიური მანქანათმშენებლობის ქარხნების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ბათუმში მინერალური სასუქისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესზე (SCIF 2018) მსოფლიოს 50 ქვეყნის 500-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კონგრესზე შეიკრიბნენ მწარმოებელი საწარმოების, ქიმიური მანქანათმშენებლობის ქარხნების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ამ მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სტუდენტები.

საპატრულო პოლიციის ავტომობილები - Sputnik საქართველო
რუსთავის ქარხნიდან ტონობით სასუქი დაიკარგა

კონგრესის ფარგლებში ორგანიზებულია საგამოფენო ზონა, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი გამოგონებები, ჩაატარონ სიახლეების პრეზენტაციები, დადონ კონტრაქტები, იმსჯელონ მოწინავე ტექნოლოგიებზე და თავიანთი აზრი გაუზიარონ ექსპერტებს.

დაგეგმილია დისკუსიები და მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორიცაა გაგრილების ენერგოეფექტური მეთოდი, ქიმიური წარმოების ენერგოეფექტურობის გაზრდა პროცესების ინტეგრაციის მეთოდების საშუალებით, მინერალური სასუქის ტექნიკა და კლასიფიკაციის ტექნოლოგიები, მცენარეთა დაცვის ორიგინალური საშუალებების შექმნა ბუნებრივი შენაერთების საფუძველზე და მრავალი სხვა.

სასუქისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი ბათუმში 19 მაისამდე გაგრძელდება.

კონგრესი 2017 წელს თბილისში გაიმართა და მასში 20 ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0