პატარკაციშვილის მეგობარს ივანიშვილის ბანკის შესყიდვა სურს

© photo: Sputnik„ქართუ ბანკის" ავტომატი
„ქართუ ბანკის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლიბერთი ბანკის“ მფლობელს რამდენიმე ბანკთან აქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ძირითადი აქცენტი „ქართუ ბანკთან" შერწყმაზე კეთდება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. „ლიბერთი ბანკმა", შესაძლოა, „ქართუ ბანკი" (Cartu Bank) შეისყიდოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება, განაცხადა Liberty Bank-ის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ TV Pirveli-ს ეთერში.

„ლიბერთი ბანკი" 1994 წელს „აგროპრომბანკის" პრივატიზების შემდეგ დაფუძნდა. თავდაპირველად მას „სახალხო ბანკი" ეწოდებოდა, ხოლო 2002 წელს „ლიბერთი ბანკი" ეწოდა. ამჟამად საქართველოში ეს ერთადერთი ბანკი გასცემს პენსიებსა და სახელმწიფო დახმარებებს.

„ვართ პროცესში, ვუყურებთ სხვადასხვა ბანკს. ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს „ქართუს" შეძენა, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც სამუშაოებია გასაკეთებელი. ამას დრო სჭირდება", — განაცხადა რუხაძემ.

„ლიბერთი ბანკის განყოფილება - Sputnik საქართველო
„ლიბერთი ბანკს" ახალი მფლობელი ჰყავს

რუხაძემ დაადასტურა, რომ ასევე დაინტერესებულია რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და ტელეკომპანია Imedi-ს 100% წილის შეძენით.

სს „ლიბერთი ბანკმა" გასულ წელს აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელის შეცვლის შესახებ განაცხადა — აქციების 74,6%-ზე მეტი შეიძინა ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა კომპანიამ European Financial Group B.V. (EFG). ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარული მფლობელები გახდნენ აშშ-ის მოქალაქეები ირაკლი რუხაძე და იგორ ალექსეევი, ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მარსონი.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 31 მარტის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის" აქტივები 1 613,9 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სააქციო კაპიტალი – 196 მლნ ლარს.

ასევე 2018 წლის 31 მარტის მონაცემებით, „ქართუ ბანკის" აქტივები შეადგენს 1 179,2 მლნ ლარს, ხოლო სააქციო კაპიტალი — 197,7 მლნ ლარს. საბანკო ანგარიშების თანახმად, აქციების 100% ბენეფიციარი მფლობელია ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა.

ტელეკამერები - Sputnik საქართველო
გაჩეჩილაძეს „სტუდია მაესტროს“ 30%-ის ყიდვაში პატარკაციშვილის ოჯახის მეგობარი დაეხმარა

ირაკლი რუხაძე განსვენებული მილიონერი ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს-პარტნიორი იყო. არის მმართველი პარტნიორი საერთაშორისო კომპანია HunnewellPartners-ში. ის პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის ახლობელია და, გავრცელებული ხმებით, უკვე მართავს ტელეკომპანია „იმედს" მისი სახელით.

რუხაძის სახელი ასევე ფიგურირებდა ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ ატეხილი სკანდალისას. 2016 წლის თებერვალში მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი" „სტუდია მაესტროს" (რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს" მართავს) საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. მანამდე მას 25%-იანი წილი ჰქონდა. დამატებით 30% მან ორი სხვა მეწილისგან შეიძინა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 30% წილის შესაძენად გაჩეჩილაძემ ფული რუხაძისგან ისესხა.

ყველა ახალი ამბავი
0