არაპროფილური აქტივები - მიზეზი რის გამოც ბანკები თავს იკავებენ ბიზნესის დაკრედიტებისგან

გამოწერა
ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემაზე და არა ბიზნესის დაკრედიტებაზე.

საქართველოში დღეს 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს და საფინანსო სექტორის 90%-ზე მეტი სწორედ ბანკების აქტივებზე მოდის. ქართულ ფინანსურ ბაზარზე საბანკო სექტორი ერთადერთია, რომელმაც სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, შეძლო განვითარება და დროთა განმავლობაში საკუთარი საბაზრო პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. რამდენად მონაწილეობს ის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, ამ თემაზე „Sputnik საქართველომ" „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის —აფბას" პრეზიდენტ შოთა გულბანს მიმართა.

© FB / Shota Gulbaniშოთა გულბანი
შოთა გულბანი - Sputnik საქართველო
შოთა გულბანი

შოთა გულბანი

— ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემაზე და არა ბიზნესის დაკრედიტებაზე. ეს შესაბამისი სტატისტიკითაც დასტურდება. სწორედ ამიტომ არის შენიშვნები საბანკო სექტორთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორში 93% ბანკებზე მოდის, ისინი სათანადოდ მაინც ვერ იღებენ ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობას.

ბანკების მოგება ყოველდღიურად კოლოსალურად იზრდება. ცხადია, ეს უარყოფითი ფაქტორი არ არის, მაგრამ ეს რომ ხდება სხვა მომიჯნავე, კონკურენტი დარგების ჩაყლაპვის ხარჯზე, ცხადია ეს არ არის მისასალმებელი, ვინაიდან უამრავ ბიზნესს ერთმევა განვითარების შესაძლებლობა, რაც შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

TBC bank-ის სათვაო ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო vs ბანკები: დავა ბიზნესის ფინანსირებაზე

-რატომ იკავებენ ბანკები თავს ბიზნესის დაკრედიტებისგან?

— პირველ რიგში იმიტომ, რომ ბანკი სათანადოდ ახდენს რისკების იდენტიფიცირებას, ანუ ყველა შესაძლო დაშვებას აკეთებს კონკრეტული ბიზნესის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ხოლო იმის გამო, რომ ბიზნეს ეთიკა არ არის მაღალ დონეზე საქართველოში, მხოლოდ რამოდენიმე ასეული მსხვილი კომპანიაა, რომლებზეც იოლად გასცემენ ბანკები სესხებს, დაბალ პროცენტად ე.წ. „პრაიმ რეითში". ხოლო უამრავი მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებიც მეტნაკლებად სარისკო საქმიანობას ეწევიან, რთულად ღებულობენ საბანკო სესხებს და ისიც მაღალ პროცენტში, სწორედ იმიტომ, რომ მათი საქმიანობა მეტ რისკებს შეიცვას ვალდებულებების დაბრუნების თვალსაზრისით, რის გამოც ბანკი მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უზრუნველყოფით ღებულობს. და თუ ბანკისაგნ ვერ მიიღეს, მაშინ გაცილებით უფრო მაღალ პროცენტად უწევთ ფინანსების მოძიება არასაბანკო სეგმენტიდან.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ვისაც ქონება „აწუხებს“ და ბანკში ჯერ არ შეუვლია...

-რატომ არის ბანკისთვის უფრო მიმზიდველი განვადებები?

— როდესაც მოქალაქეს აქვს გარკვეული შემოსავალი, მაგალითად 800 ლარის ოდენობით და ამბობს, რომ აქედან 100 ლარს გადაიხდის განვადებაში, ეს უფრო მიმზიდველია, სტაბილურია და მოკლევადიან პერიოდში მიიღებს ბანკი მოგებას. ასეთი სესხები ჭარბობს კიდეც საკრედიტო პორტფელში, რაც, თავის მხრივ, არ ემსახურება ეკონომიკაში რაიმე დოვლათის შექმნას და ეკონომიკურ ზრდას. პირიქით, აფინანსებს იმპორტირებული პროდუქტების შესყიდვას და კაპიტალის გადინებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ბანკის წარმომადგენელი რომ ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ვართ ეკონომიკის 60%-ის ძირითადი დამფინანსებლები, მაშინ კეთილი ინებონ და დივერსიფიცირებული გახადონ საკუთარი საბანკო პროდუქტები, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადონ ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის, რომ მათ მოქმედებას უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და არ შემოიფარგლონ მხოლოდ განვადებისა და საცალო სესხის გაცემით.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!

- გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბანკებს იმიტომ არ უყვართ ბიზნესის დაკრედიტება, რომ მათ კონკურენტებად აღიქვამენ, ეთანხმებით?

— ძირითადად ორ მსხვილ ბანკს — TBC —ს და საქართველოს ბანკს გააჩნია საქართველოში არაპროფილური აქტივები — დეველოპმენტი, სადაზღვევო, ფარმაცევტული, საავადმყოფოები და ა.შ. ყველა მომგებიანი ბიზნესი, რაც კი ფუნქციონირებს ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, როდესაც ბანკს გააჩნია უამრავი არაპროფილური აქტივი და ეს ბიზნესი თავის სფეროში უკვე საკმაოდ წარმატებულია. ცხადია, ბანკს არ მოუნდება მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის დაფინანსება. ან სულ მინიმუმ, თუ მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტს მაინც მისცემს სესხს, მას უკვე ეცოდინება ამ კონკურენტი კომპანიის მთელი შიდა სამზარეულო, რადგან კონკურენტმა კომპანიამ ბიზნესგეგმის სახით უნდა დაულაგოს ბანკს აბსოლუტურად ყველა მონაცემი — ფინანსური ანგარიშგება, მოგება, ზარალი, მოგების ზრდის შესახებ გეგმა. ანუ ბანკმა ყველაფერი იცის თავისი კონკურენტის შესახებ და უკვე არაკონკურენტულ გარემოში უწევს ამ ბიზნესს ფუნქციონირება.

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ. როგორ ფიქრობთ მამუკა ბახტაძის ამ განცხადებას მოჰყვაბა რაიმე ცვლილებები?

არა მგონია, ერთი განცხადებით რაიმე ძვრებს ველოდოთ საბანკო სექტორში, ან უარყოფითს, ან დადებითს. საბანკო სექტორს თავისი პოლიტიკა აქვს, რომელსაც, ვფიქრობ, შეინარჩუნებენ.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0