ქართული ტელევიზორების წარმოება დროებით შეჩერებულია

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშისაყოფაცხოვრებო ტექნიკა
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწარმოებელი კომპანია ამჟამად სხვა პროექტით არის დაკავებული, მაგრამ მომავალში ტელევიზორების წარმოება განახლდება

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართულ–აზერბაიჯანული კომპანია AG telecom–ის ელექტრონული საქონლის მწარმოებელმა საწარმომ დროებით შეაჩერა LED ტელევიზორების წარმოება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული წარმოების 4 ათასი LED ტელევიზორის წარმოება განხორციელდა, ამ ეტაპზე ყველა არსებული მარაგი სრულიად ამოიწურა, რაც ქართული ტელევიზორების წარმოების შეჩერების მიზეზი გახდა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა ტელეარხის ეთერში.

თვითმფრინავი Airbus A330 - Sputnik საქართველო
საქართველოში Boeing-ისა და Airbus-ის სათადარიგო ნაწილების წარმოება მაისიდან დაიწყება

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიამ თანხის მობილიზება სხვა პროექტზე გადაწყვიტა, თუმცა, LED ტელევიზორების წარმოების განახლება იგეგმება.

საწარმო უშვებდა LED ტელევიზორებს: 32–დუიმიანი (380 ლარი) და 40–დუიმიანი (575 ლარი).

საქართველოში წარმოებულ ტელევიზორებზე მაღალი მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით კორპორატიული კლიენტების, კერძოდ, სასტუმროებს მხრიდან,  რაც მარაგის ამოწურვის მიზეზი გახდა, განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

„საქართველო ელექტრომობილებს გამოუშვებს“>>

საქართველო–აზერბაიჯანული კომპანიის AG telecom ელექტრონული საქონლის საწარმო რუსთავში 2014 წლის ივნისში გაიხსნა. საქართველოში წარმოებული ტელევიზორების რეალიზაცია 2016 წლის მაისში დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0