კომერციულ ბანკებს მარტში მოგება შეუმცირდა

© photo: Sputnikსაქართველოს ეროვნიული ბანკის შენობა
საქართველოს ეროვნიული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2018 წლის მარტის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,459 მილიონი ლარით შემცირდა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,676 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის მარტში კი აღნიშნული მაჩვენებელი 115,135 მილიონი ლარი იყო. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი - Sputnik საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 200 მლნ ევროს გამოუყოფს

2018 წლის მარტში ბანკების შემოსავლებმა 337,440 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 253,160 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,075 მილიონი ლარი, ხოლო ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 15,613 მილიონი ლარი შეადგინა. 

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ბანკებმა საკომისიო გადასახადებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35,871 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში ბანკებმა 8,192 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. 

გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0