12:35 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
პეკინა

ჩინეთი საქართველოს ტრანსპორტის სფეროს განვითარებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Alexey Babushkin
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (148)
7810

ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთების გადასაზიდად სპეციალური ტარიფების დაწესება იგეგმება

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ჩინეთი საქართველოს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის,  ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარებაში დაეხმარება, რომლითაც ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 12 აპრილიდან იმყოფება. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მონაწილეები არიან საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. დერეფნის მეშვეობით ევროპაში ჩინეთიდან პროდუქცია შედის. 2015 წლის აგვისტოში თბილისში შემოვიდა პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებელი Nomad Express-ი (შიხეცზი-დოსტიკ-აქტაუ-ალიატი), რომელიც შემდეგ თურქეთის გავლით ევროპაში წავიდა.

„ჩვენ ვითხოვეთ ჩინეთის როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იგივე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას გარკვეული პროვინციების მიმართულებით“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მხარდაჭერა აგრეთვე გულისხმობს ფინანსურ დახმარებას და „შუა დერეფნის“ მთელ მარშრუტზე გადამზიდავებისთვის სპეციალური ტარიფების დაწესებას.

შეხვედრაზე ქუმსიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოიწვია, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

საქართველოდან ჩინეთში საქონლის ექსპორტი გაიზრდება >>

ჩინეთში ქუმსიშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს, ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭონ შანს და აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნს.

ჩინეთმა 2013 წელს ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ შესახებ განაცხადა, რომელიც ევრაზიის ქვეყნებთან ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს: აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას. საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი“, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ქუმსიშვილი ჩინეთში „აბრეშუმის გზას“ განიხილავს >>

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი 2017 წლის ნოემბერში თბილისში უკვე მეორედ გაიმართა. მან მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასამდე დელეგატს უმასპინძლა.


თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (148)

მთავარი თემები