ხელშემწყობი პროექტი: ახალი პროგრამა ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის

© FB / Giorgi Kvirikashviliპროექტ „ახალგაზრდა მეწარმის“ პრეზენტაცია
პროექტ  „ახალგაზრდა მეწარმის“ პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკვე გადადგა ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ხელშემწყობი ნაბიჯები, რის მაგალითიცაა „სტარტაპ საქართველო“ და ასევე პროგრამა “აწარმოე საქართველოში”.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ  სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების ხელშესაწყობად ახალი პროგრამა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. 

„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ… ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებები და სწორედ, თქვენი ასაკია ის ასაკი, როდესაც ეს ყველაზე ადვილია“, — მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს. 

კვირიკაშვილის თქმით, პროგრამა რეგიონებში მცხოვრებ, 18-დან 40 წლამდე ადამიანებზეა გათვლილი, ვინაიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, „რომ ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე“. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკვე გადადგა ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ხელშემწყობი ნაბიჯები, რის მაგალითიცაა  „სტარტაპ საქართველო“ — ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროექტი, და ასევე  პროგრამა “აწარმოე საქართველოში”. 

პროექტ „ახალგაზრდა მეწარმის“ შემუშავებაში, რომელსაც პრემიერმა „ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღა“ უწოდა მცირე და დამწყები საწარმოების განვითარებისთვის,  საქართველოს ხელისუფლებას დანიის ხელისუფლება, დანიის მთავრობა და ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) დაეხმარა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0