21:18 15 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
თბილისი

თბილისში რეზინისა და პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
აწარმოე საქართველოში (29)
45 0 0

რეზინის და პლასტიკის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. დიდ ლილოში რეზინის და პლასტიკის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.   

საწარმოს დიდ ლილოში შპს „პკლ ეკო სოლუშენსი“ ააშენებს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 15 188 კვადრატული მეტრი  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადასცა.

რეზინის და პლასტიკის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდება. კომპანია 640 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 20 ადამიანი დასაქმდება.

2018 წლის მარტის მონაცემებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ, ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს.


თემები:
აწარმოე საქართველოში (29)

მთავარი თემები