ქართულ-რუსულ ურთიერთობებს მოსკოვში ფორუმზე განიხილავენ

© photo: Sputnik / Stringerდროშები
დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ფორუმი „რუსეთი —საქართველო. განვითარების ვექტორები" 13 აპრილს მოსკოვში საერთაშორისო საგამოფენო ტერიტორიაზე Interprod EXPO გაიმართება. ამის შესახებ Sputnik-ს რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ განუცხადა.

სამრეწველო კომპლექს „ფუდსითიში" განთავსებულ პავილიონ „საქართველოში" ასევე გაიმართება სამდღიანი ქართულ-რუსული ფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" ფორუმის „რუსეთი — საქართველო. განვითარების ვექტორები" საინფორმაციო პარტნიორია.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი რუსეთს „მოჯადოებული წრიდან გამოსვლას“ სთავაზობს

„ღონისძიების დასახელება მეტყველებს ვექტორულ თემატიკაზე, რომლებიც განხილული იქნება: ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები. ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენებთ გაწეული სამუშაოს შედეგებს და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ფორუმის შედეგების მიხედვით შედგება დოკუმენტი, რომელიც შეკრებს ინფორმაციას ყველა გადაჭრილს საკითხზე და გაეგზავნება რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" დავით ცეცხლაძემ.

მისი თქმით, ფორუმი საერთაშორისო ფორმატის იქნება, ამიტომ მისი სტუმრები იქნებიან სხვადასხავ ქვეყნიდან ბროკერები, რიტეილერები, ანალიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში.

რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების ფონდი 2015 წლიდან არსებობს. მისი მიზანია რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაძლიერება. ორგანიზაცია პოლიტიკის მიღმა მუშაობს, ფონდის პარტნიორები არიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შემოქმედებითი კოლექტივები, ბიზნეს-საზოგადოებები და კომპანიები.

 

ყველა ახალი ამბავი
0