H&M, Mango, ZARA - ქუთაისში ბრენდულ სამოსს შეკერავენ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიმაღაზია Zara
მაღაზია Zara - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაბრიკაში 600 ადამიანი დასაქმდება

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ქუთაისში გაიხსნება მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა, სადაც შეკერავენ ისეთი ცნობილი ბრენდების სამოსს, როგორიცაა H&M, Mango, ZARA, Coast, Colveta, United Colors of Benneton, Oasis.

ქართულ-რუმინული კომპანია MGM tex მუშაობას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შეღავათიან კრედიტებს გასცემს, აპრილში დაიწყებს. შეთანხმების მიხედვით, „აწარმოე საქართველოში" ორი წლის განმავლობაში ბანკს კომპანიის მიერ აღებულ პროცენტს გადაუხდის. თანხა დაზუსტებული არ არის.

ყავის ფაბრიკა - Sputnik საქართველო
„აწარმოე საქართველოში": ყავის ფაბრიკა

MGM tex ყოველწლიურად 3,3 მლნ ლარის თანხის ტანსაცმლის წარმოებას აპირებს. ფაბრიკაში პირველ ეტაპზე 250 ადამიანი დასაქმდება, ხოლო შემდეგ ამას 350 დაემატება.

საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა 1,2 მლნ ლარია, მოგვიანებით კომპანია დამატებით 2,5 მლნ ლარს ჩადებს.

გამოშვებული პროდუქცია უცხოეთში ექსპორტზე გავა, მათ შორის რუმინეთსა და შვედეთში.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს აერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს ინტერესების სფეროში მოხვდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო". 2016 წელს სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება დაემატა.

 

ყველა ახალი ამბავი
0