პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

© AP Photo / Michel Eulerპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთართაშორისო გამოფენას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთში, პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარიზის სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენის თემაა "სოფლის მეურნეობა: ერთობლივი ქმედებები“, რომელშიც მსოფლიოს სოფლის მეურნეობის და სურსათის ინდუსტრიაში მოღვაწე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გაერო საქართველოს მეთევზეობის სექტორის განვითარებაში დაეხმარება

საერთაშორისო გამოფენას საქართველოდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი.

„სოლომონ პავლიაშვილმა მონაწილეებს საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და ასევე, ისაუბრა ექსტენციის პროგრამის მიმდინარეობაზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ახალ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა გასულ წელს ბორდოში ჩატარებულ გამოფენას, სადაც საქართველო აღიარებულ იქნა, როგორც „ღვინის აკვანი", — ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწვევით 40-მდე ქვეყნის მინისტრები ესწრებოდნენ და მისი ძირითადი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის, ფერმერთა მხარდაჭერის და სურსათის უსაფრთხოების საკითხების განხილვა. 


ყველა ახალი ამბავი
0