თბილისში დაიწყო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია"

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ინვესტორები პრეზენტაციებს გამართავენ და ისაუბრებენ, თუ რამდენად საინტერესოა მათთვის რეგიონი.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია", რომლის მთავარი თემა პროექტების ეფექტური რეალიზაციისთვის გადაწყვეტილებების ძიება და ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდირებაა, თბილისში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

იმის შესახებ, თუ რატომ შეირჩა საქართველო კონგრესის ჩატარების ადგილად, „Sputnik–საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორი, კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის" დირექტორი ინესა შახნაზაროვა ესაუბრა.

„საქართველო ჩვენ შევარჩიეთ, როგორც მიმზიდველი ქვეყანა ჰიდროენერგეტიკის პროექტების განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის გამოცდილებისა და წარმატების თავალსაზრისით. კონგრესის ფარგლებში ჩვენ რეგიონის, კერძოდ, ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ. ეს იქნება უახლოეს 10-15 წელზე გათვლილი მთავრობის სტრატეგია, ხედვა და ინვესტიციის მოზიდვის გამოცდილება. ეს იქნება საკვანძო ინფორმაცია როგორც მსხვილი, ისე საშუალო ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებისა და მოდერნიზაციის კუთხით", — განაცხადა შახნაზაროვამ.

კონგრესზე წარმოდგენილი იქნება 40 მოხსენება ჰესების მშენებლობის და ჰიდრორესურსების რაციონალური მოხმარების თემაზე.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ენგურჰესის რემონტზე კიდევ 28 მილიონ ევროს გამოუყოფს

„ეს იქნება დაპროექტების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინვესტორების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა მოცემული რეგიონი მათთვის და ინვესტირებისა და მშენებლობის როგორ მეთოდებს გამოიყენებენ ისინი", — აღნიშნა შახნაზაროვამ.

კონგრესის ძირითადი მომხსენებლები იქნებიან "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, ყირგიზეთის მრეწველობის, ენერგეტიკისა და წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აზამატ ომოროვი და "ინსტიტუტი ჰიდროპროექტის" გენერალური დირექტორი ევგენი ბელენდირი.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრესის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია.

საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" პირველად თბილისში 2017 წლის 15-16 თებერვალს გაიმართა. კონგრესზე შეიკრიბა ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე შორეული და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0