საქართველო განაგრძობს წარმატებით ვაჭრობას

© AP Photo / Efrem Lukatskyგემის ტვირთისგან დაცლა ფოთის პორტში
გემის ტვირთისგან დაცლა ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რასაც ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ფაქტორები, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. 2018 წლის იანვარში ექსპორტმა საქართველოდან 222 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 25,7%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ამ პერიოდში იმპორტი საქართველოში 18,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 594 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ბრუნვა 2018 წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საერთო ჯამში 20,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 816 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

გლობალური დიასპორის კვირეული - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორა ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს

2018 წლის იანვარში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 371 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 45,5%-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდა, რასაც ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ფაქტორები, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება.

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე ჰონგ-კონგთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0