09:48 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
თბილისის ხედი - სანაპირო და მეტეხის ციხე

ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესი თბილისში ოთხშაბათს იწყება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (64)
36 0 0

თბილისი მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" და გააერთიანებს შორეული და ახლო უცხოეთის ენერგეტიკის სფეროს უამრავ ექსპერტს, კერძო სექტორის წარმომადგენელსა და სახელმწიფო მოხელეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" თბილისში ოთხშაბათს იწყება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

კონგრესის მთავარი თემა იქნება რეგიონის ჰესების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტების ეფექტური რეალიზაციისთვის გადაწყვეტილებების ძიება და ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდირება. კონგრესი 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

კონგრესზე წარმოდგენილი იქნება 40 მოხსენება ჰესების მშენებლობის და ჰიდრორესურსების რაციონალური მოხმარების თემაზე. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრესის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორი გახდება.

 

კონგრესის ძირითადი მომხსენებლები იქნებიან „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, ყირგიზეთის მრეწველობის, ენერგეტიკისა და წიაღის სარგებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აზამატ ომოროვი და „ინსტიტუტი ჰიდროპროექტის“ გენერალური დირექტორი ევგენი ბელენდირი.

ორდღიან კონგრესზე სიტყვით გამოვლენ „უზბეკჰიდროენერგოს“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე ბეკზოდ ამირსაიდოვი, ენერგეტიკული მშენებლობის აზერბაიჯანული კომპანია Azenco-ს მმართველობის თავმჯდომარე ვუგარ შაჰმურადოვი და სხვები.

საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" პირველად 2017 წლის 15-16 თებერვალს თბილისში გაიმართა. კონგრესზე შეიკრიბა ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე შორეული და ახლო უცხოეთის ქვეყნებიდან.


თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (64)

მთავარი თემები