უდიდესმა ხორცპროდუქტების საწარმომ პროდუქციის გამოშვება დაიწყო

© Ministry of Economy and Sustainable Development კომპანია Liderfood
კომპანია Liderfood - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დიდი საინვესტიციო პროექტის რეალიზებას დაეხმარა.

თბილისი, 13 თებერვალი  — Sputnik. მცხეთაში კომპანია „ლიდერფუდმა“ (Liderfood) საქართველოში უდიდესი ხორცპროდუქტების საწარმო გახსნა.

საწარმოს გახსნას ესწრებოდა საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აღნიშნულია სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

© FB / Ministry of Economy and Sustainable Developmentსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი Liderfood-ის საწარმოში
Министр экономики и устойчивого развития Дмитрий Кумисшвили на предприятии Liderfood - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი Liderfood-ის საწარმოში

ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში თავის თავზე იღებს მეწარმის მიერ აღებული კრედიტის პროცენტების ნაწილის დაფარვას. საწარმოში ინვესტივციების მოცულობამ 22 მლნ ლარი შეადგინა.

„ეს არის 5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, აქ დასაქმებულია 550 ადამიანი და უშვებს სწორედ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. პროექტს თანადაფინანსებაში ჰყავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სწორედ ერთობლივი ძალებითაა აშენებული ეს საწარმო და ინვესტირებული ეს თანხები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.

© FB / Ministry of Economy and Sustainable Developmentკომპანია Liderfood-ის ხორცპროდუქტების საწარმო
Мясоперерабатывающее предприятие компании Liderfood - Sputnik საქართველო
კომპანია Liderfood-ის ხორცპროდუქტების საწარმო

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს აერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს ინტერესების სფეროში მოხვდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო". 2016 წელს სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება დაემატა.

© FB / Ministry of Economy and Sustainable DevelopmentLiderfood-ის ხორცპროდუქტების საწარმო
Мясоперерабатывающее предприятие компании Liderfood - Sputnik საქართველო
Liderfood-ის ხორცპროდუქტების საწარმო

 

კომპანია „ლიდერფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან მუშაობს და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ამარაგებს ძეხვით, ლორით, სოსისითა და სხვა ხორცპროდუქტებით.


ყველა ახალი ამბავი
0