საქართველოში Amazon-ის ანალოგის შექმნა სურთ

© FB / Ministry of Economy and Sustainable Developmentდიმიტრი ქუმსიშვილი პორტალის maleo.ge პრეზენტაციაზე
დიმიტრი ქუმსიშვილი პორტალის maleo.ge პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ფოსტა", თავისი ინტერნეტ-მაღაზიის დახმარებით ქართული მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის გაყიდვისთვის სივრცის წარდგენას გეგმავს

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „საქართველოს ფოსტა" 2018 წლის მაისში მსოფლიოს უდიდესი კომპანიების Amazon, ebay, Alibaba მსგავსი პლატფორმის ჩაშვებას გეგმავს, რომლის საშუალებით მომხმარებელი ონლაინ რეჟიმში შეძლებს სხვადასხვა სახის საქონლის შეძენას, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა „საქართველოს ფოსტის" პროდუქტის, ვებ-გვერდის maleo.ge პრეზენტაციაზე, რომლის მეშვეობით საქართველოს რეგიონის მცხოვრებლები მსოფლიო ინტერნეტ-მაღაზიებიდან პროდუქციის შეკვეთასა და მიღებას შეძლებენ. რაც შეეხება პლატფორმას, რომელსაც მაისში ჩაუშვებენ, ეს იქნება სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით მცირე და საშუალო კომპანიები პროდუქციის გაყიდვას ან ყიდვას შეძლებენ.

„საქართველოს ფოსტის“ შენობა - Sputnik საქართველო
„საქართველოს ფოსტამ“ მარკების საუკეთესო ესკიზების კონკურსი გამოაცხადა

„არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა და დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილები, მაგალითად ebay.com, amazon.com, Alibaba და ა.შ. მარტო 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის „ალიბაბას" ონლაინ-მაღაზიაში გაიყიდა 25.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ელექტრონული კომერცია ბიზნესს საკუთარი პროდუქციის გლობალური მასშტაბით გაყიდვას გაუიოლებს, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს ფართო კონკურენტულ არჩევანს აძლევს.

ელექტრონული კომერცია თანამედროვე ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, აღნიშნა მინისტრმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0