საქართველოს საზღვრებზე ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი მკაცრდება

© Ministry of Finance of Georgiaსაბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სტეფანწმინდაში
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სტეფანწმინდაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან აკრძალული, არასასურველი და მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგების გარეშე საბაჟოდან გარკვეული იმპორტირებული პროდუქტების გატანა და გაყიდვა აიკრძალება

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში შემოტანილი პროდუქციისთვის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში ცვლილებები შედის, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული ცვლილებები განაპირობა შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივმა ღონისძიებებმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას და ეფექტიანმა კომუნიკაციამ, რის შედეგადაც, გასულ წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან შევიდა 32 შეტყობინება საზღვარზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და  სურსათის მონიტორინგისას, ლაბორატორიულმა კვლევებმა  სალმონელას და ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა დაადასტურა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჰიპერმარკეტი კარფური - Sputnik საქართველო
„კარფურის“ სენდვიჩებით მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა

ამიერიდან გარკვეული პროდუქციის მფლობელები ანალიზის დასრულებამდე მის გაყიდვას ვერ შეძლებენ. ისინი ვალდებულები იქნებიან განათავსონ ის საბაჟოს საწყობში, სხვა პროდუქციისგან განცალკევებით.

აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, საზღვარზე აქამდეც ხორციელდებოდა ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღება, ხოლო ანალიზის შედეგების მიღებამდე მფლობელს პროდუქციის რელიზაციის უფლება ჰქონდა.

„თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საეჭვო წარმომავლობის სურსათი რთულად მიკვლევადია. შესაბამისად, საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ყველი - Sputnik საქართველო
საეჭვო წარმოშობის ყველი ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეებს მალავს ასეთი პროდუქტი

გარდა ამისა, ახალი წესების მიხედვით, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი შეჩერდება ერთი წლის ვადით. სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს შეატყობინებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის სხვადასხვა სახეობის ხორცი, ფრინველი, თევზი, სოკო, ხილი და ბოსტნეული, როგორც ახალი, ისე გაყინული სახით.

ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადაგენილებაში — „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“.

 


ყველა ახალი ამბავი
0