დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერება - შეხვედრა Tbilisi Marriott-ში

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯა
დავით-გარეჯა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს, დონორთა მხარდაჭერით დაცულ ტერიტორიებზე 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სასტუმრო Tbilisi Marriott- საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2017 წლის მიღწევები გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში - Sputnik საქართველო
ნავენახევის მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში დონორი ორგანიზაციების ჩართულობით სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს სამომავლო ხედვებზე და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. 

2017 წელს, დონორთა მხარდაჭერით დაცულ ტერიტორიებზე 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, სხვადასხვა ტერიტორიებზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და აშენდა ვიზიტორთა ცენტრები.

შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების საქმიანობა.

შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მეგობართა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0