EBRD საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა, გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ეფექტური სისტემის შექმნას აპირებს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიღისეულის სექტორის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულია პრემიერის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ EBRD-ს დახმარებით იწყება მუშაობა სრულიად ახალ, დაბალანსებულ მიდგომაზე სასარგებლო წიაღისეულის უფრო ეფექტური გამოყენებისადმი მრავალი ეფექტის დაცვით, რომელთა შორისაა გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა.

შსს–ს ქვედანაყოფი - Sputnik საქართველო
ზრუნვა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე: სიახლეები და ინოვაციები

„საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტულ მხარდაჭერას… სტრატეგიისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გაუწევს. ბანკი შესაბამის პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს. რეფორმა შექმნის გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველ და ეკონომიკურად მომგებიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად სარგებლობას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

კანონში „2018 წლის დახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ ნათქვამია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობას გარემოს დაცვის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად გააგრძელებს.

გარდა ამისა, 2018 წელს ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტყეების დაცვის, მოვლისა და აღდგენის საკითხებს.

ასევე გაუმჯობესდება ბუნებრივი კატასტროფების გამაფრთხილებელი სისტემა, ნიადაგის, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0