საეჭვო წარმოშობის ყველი ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეებს მალავს ასეთი პროდუქტი

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ყველი
ქართული ყველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აგრარული ბაზარი გაჯერებულია საეჭვო წარმომავლობის ყველით, რომელიც მოსახლეობას ოჯახურ მეურნეობაში დამზადებული გონია, განუცხადა Sputnik საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ კონიაშვილმა.

„სინამდვილეში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ყველი დამზადებულია იატაქვეშა მეწარმის მიერ სადღაც ავტოფარეხში, არაჰიგიენურ პირობებში, რომელიც შემდეგ ბაზარზე გამოდის როგორც გლეხის ყველი" —აღნიშნა კახაბერ კონიაშვილმა.

მწარმოებელთა ასოციაციის დაკვეთით „მარკეთ ინთელიჯენს კავკასუსმა", კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას.

კონიაშვილის თქმით, ძირითადად იმერული ყველი იყო შემოწმებული, რადგან მოსახლეობა უმეტესად ყველის ამ სახეობას მოიხმარს.

ყველი - Sputnik საქართველო
ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

„ნიმუშები ავიღეთ თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში და რამდენიმე უბნის მაღაზიაში. სამი ნიმუში იყო ქსელური მაღაზიიდანაც. ჩვენ ისე სპონტანურად შევარჩიეთ ეს ყველი, როგორც მას ყიდულობს მოსახლეობა, რომელმაც არ იცის სად არის ის დამზადებული"- აღნიშნა კახაბერ კონიაშვილმა.

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები — კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება. რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, რვაში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან.

საქართველოს მთავრობამ 1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესაბამისად, 100 გრამ სურსათში მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ასევე საერთოდ ელიმინირებულია (0 გრ.) ტრანსცხიმები ბავშვთა კვებაში.

კარაქი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტრანსცხიმების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

„ტექნიკური რეგლამენტით ყველი მხოლოდ რძის ცხიმს უნდა შეიცავდეს. ის რომ მცენარეული ცხიმი გამოვლინდა ბაზრებში აღებული ცხრა ნიმუშიდან შვიდში, მიუთითებს იმაზე რომ ეს პროდუქტი ჯერ ერთი ყველი არ არის და მეორეც ოჯახში დამზადებული არ არის. სახლის პირობებში მცენარეულ ცხიმს ყველში ვერავინ შეურევს, ამას სპეციალური დანადგარი — ჰომოგენიზატორი სჭირდება"- აღნიშნა კახაბერ კონიაშვილმა.

რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებიც უნდა ამოწმებდეს.

„პირველადი წარმოების კონტროლი 2020 წლამდე არის გადავადებული და რადგან აგრარული ბაზარი პირველადი მწარმოებლების ბაზრად ითვლება, სურსათის უვნებლობის სამსახური ამ ეტაპზე აგრარულ ბაზრებს არ ამოწმებს. ჩვენი მოთხოვნაა რომ მისი კონტროლი ნელ ნელა დაიწყოს"- განაცხადა კახა კონიაშვილმა.

აგრარულ ბაზრებთან ერთად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ მაღაზიებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება, სადაც შეუფუთავი ყველი იყიდება, რომელსაც არანაირი ეტიკეტი არ აქვს და არავითარი ინფორმაცია არ არსებობს ვინ და სად დაამზადა. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება იყო კვლევების ჩატარების მიზანიც. კახა კონიაშვილის თქმით, მომხმარებელმა უნდა იცოდეს რას ყიდულობს და როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე.

© Sputnik / Maria Tsimintiaტრანსცხიმები
ტრანსცხიმები - Sputnik საქართველო
ტრანსცხიმები

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0