საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,25%-მდე გაზარდა

© Sputnik / Alexander ImedashviliТбилисский Дом Юстиции
Тбилисский Дом Юстиции - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ლარის კურსის გაუფასურება გახდა, რამაც გავლენა მოახდინა ინფლაციაზე

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7.25%-მდე გაზრდის შესახებ, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ბოლოს რეგულატორმა განაკვეთი 2017 წლის მაისში გაზარდა.

 „კომიტეტის ბოლო სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

 დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ამასთან დაკავშირებით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება და პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა.

წაიკითხეთ ასევე: სავსე ქისა და გატეხილი ქოთანი — შუა უკვე გაიკრიფა?!

„მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
ძაღლი უკვე ჰყეფს... ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ძვირდება?!

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასების 40%-ის ფარგლებში ზრდამ. ერთჯერადი ფაქტორების, მათ შორის, სააქციზო გადასახადების ზრდის გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ, სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება.

ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოთხოვნის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება 5.7%-ია. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკური ზრდა 4.9%-ია, რაც აღემატება ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს. პოზიტიური დინამიკაა საქონლის ექსპორტსა და ტურიზმში. ასევე ზრდადია უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში მოიმატა საქონლის იმპორტის ზრდის ტემპმაც. მიუხედავად იმპორტის აღნიშნული ზრდისა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0