„გემუანი" - ტრადიციული ჩიფსის ქართული ალტერნატივა მსოფლიო ბაზარზე გავიდა

© Sputnik / Levan Avlabreliთხილი და ჩირი
თხილი და ჩირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გემუანი" მეგრული სიტყვაა და გემრიელს ნიშნავს. საწარმოც სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია გახსნილი.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში დამზადებული ხილის ჩიფსი დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და აშშ-ში იყიდება, განუცხადა კომპანია „გემუანის" პროექტების მენეჯერმა ზაქარია ყურაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

„რამდენიმე კვირაა ამ ქვეყნებში გაყიდვები დავიწყეთ, აქამდე ვმუშაობდით ასორტიმენტის გაფართოებაზე და მარაგების შექმნაზე. ახლა კი მზად ვართ რეალიზაციისთვის. ქართული ხილი დასავლეთის ბაზარზე პირველ რიგში თავისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე არის კონკურენტუნარიანი. ასევე დაბალია მისი სარეალიზაციო ფასიც", — აღნიშნა ზაქარია ყურაშვილმა.

© courtesy of GEMUANIკომპანია "გემუანის" პროდუქცია
კომპანია გემუანის პროდუქცია - Sputnik საქართველო
კომპანია "გემუანის" პროდუქცია

„გემუანის" პროექტების მენეჯერის თქმით, კომპანია წელიწადში დაახლოებით 24 ტონა პროდუქტს აწარმოებს. ამ რაოდენობის მისაღებად კი დაახლოებით 300 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა საჭირო. კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ეს არის პრემიუმ კლასის პროდუქტი, რადგან იგი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით მზადდება. რაც შეეხება ფასს, კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საფასო პოლიტიკა აქვს. კომპანია ჩიფსებს 12 დასახელების ხილისგან აწარმოებს: მარწყვის, ჟოლოს, გარგარის, ატმის, ვაშლის, ლურჯი მოცვის, ტყემლის, ქლიავის, მანდარინის, ტარხუნის, ნესვისა და ფორთოხლისგან.

© courtesy of GEMUANIგასაშრობად გამზადებული ჟოლო
კომპანია გემუანის პროდუქცია - Sputnik საქართველო
გასაშრობად გამზადებული ჟოლო

„ეს არის ნატურალური პროდუქტი ყოველგვარი დანამატების გარეშე. პროდუქტიდან გამოგვაქვს მხოლოდ წყალი ისე, რომ არ ვაზიანებთ უჯრედის სტრუქტურას. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ხილის ფორმას, ფერს, არომატს, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98%-ს. ასე რომ, კვებითი ღირებულება სუბლიმირებულ ხილში იგივე რჩება.  მაგალითად, მარწყვი, როგორიც არის ცოცხალი, იგივე ფერის და ფორმის რჩება, უბრალოდ არის ხრაშუნა. ამასთან ერთად ამ პროდუქტს დიდი შენახვის ვადა აქვს", — თქვა ზაქარია ყურაშვილმა.

საერთაშორისო ფორუმის ციტრუსების ექსპორტი 2017 ფარგლებში ბათუმში აგროგამოფენა გაიმართა - Sputnik საქართველო
დამზადებულია აჭარაში: აჭარაში საერთაშორისო აგროგამოფენა გაიმართა

კომპანია ნედლეულს მხოლოდ საქართველოში ყიდულობს, ისიც მხოლოდ სეზონზე და ღია გრუნტზე მოყვანილს. სათბურებთან ნაკლებად თანამშრომლობს და ცდილობს ძირითადად ქართული ჯიშები იყიდოს, რადგან ისინი უფრო არომატული და გემრიელია. ტექნოლოგიებს რაც შეეხება, კომპანიამ პროდუქციის დასამზადებლად საჭირო დანადგარები და ტექნოლოგიები იტალიიდან შემოიტანა, აქედანვე იყვნენ სპეციალისტებიც, რომლებიც კომპანიის ადგილობრივ თანამშრომლებს სიახლის ათვისებაში დაეხმარნენ. ხოლო შემდეგ კონსულტანტი ინგლისიდანაც მოიწვიეს, რომელიც ადგილობრივებს უკვე დეტალების დახვეწაში დაეხმარა. კომპანია თავის პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის, მაგრამ მცირე რაოდენობით.

წელს ქონების მართვის სააგენტომ ხილის ჩიფსის საწარმოებლად კომპანიას პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში უსასყიდლოდ შენობა გადასცა. ამ საქმისთვის „გემუანმა" მოიპოვა სახელმწიფო გრანტი 250 000 დოლარის ოდენობით და 500 000 დოლარის შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანიას ასევე USAID REAP-ის პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს 118 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი და სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დახმარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0