ბიზნესმენებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!.. და საქართველოში ჩამოდით

© photo: Sputnikსემი ედუარდი
სემი ედუარდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურისა და ტოლერანტობის მინისტრმა, შეიხმა ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰაიანმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციებს აორმაგებს. რა სფეროებში იგეგმება ინვესტირება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" შეიხის ადმინისტრაციის სამმართველოს დირექტორი სემი ედუარდი ესაუბრა.

მირანდა ოგანეზოვა

სემი ედუარდი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სადაც მართავს ცნობილ საინვესტიციო კომპანია Dhabi Group-ს, რომლის მფლობელი თავად არაბეთის შეიხია.

— ჩვენთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ერთია, როცა ქვეყნის პოპულარიზებას თავად ქვეყანა ეწევა, ხოლო მეორე — მსხვილი ინვესტორის, შეიხ ნაჰაიანის პრომოუშენია.

– საქართველოში ჩამოვედი 2010 წელს, როდესაც ინვესტიციების ჩადება აქტიურად დავიწყეთ. აქ შევხვდი ძალზე სტუმართმოყვარე, გულღია ხალხს, რომელიც მომავლისკენ ისწრაფვის. აქ სასიამოვნოდ გვაოცებს ბევრი რამ, მათ შორის ტრადიციები, კულტურა, არაჩვეულებრივი ეროვნული სამზარეულო. ბიზნესისთვის შესანიშნავი შესაძლებლობებია. მოვუწოდებთ ბიზნესმენებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ჩამოვიდნენ და ჩადონ ინვესტიციები.

© photo: Sputnikშეიხი და სემი ედუარდი
Шейх и Сэми Эдуард - Sputnik საქართველო
შეიხი და სემი ედუარდი

როგორც იცით, შეიხმა აღნიშნა, რომ ინვესტიციებს გააორმაგებს. დღეისათვის საერთო თანხაა 175 მლნ აშშ დოლარი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან, რათა შემდგომი ინვესტიციების წინ დამუშავდეს რიგი საკითხები. აღვნიშნავ, რომ ქართველებთან ერთ გუნდად ვმუშაობთ.

გავზრდით ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტში, ასევე სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.

– თქვენი ქვეყნის დამფუძნებელს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველ პრეზიდენტს, შეიხ ზაიდ იბნ სულთან ალ-ნაჰაიანს ეკუთვნის სიტყვები: "რამდენი შენობა, დაწესებულება, სკოლა და საავადმყოფოც არ უნდა ავაშენოთ, რამდენი ხიდიც არ უნდა ავაგოთ, ეს ყველაფერი — მატერიალური ფასეულობებია. პროგრესის ჭეშმარიტი ძალა — ეს თავად ადამიანი, მისი ინტელექტი და შესაძლებლობებია"…

— რა თქმა უნდა. ამ ტრადიციას მივდევთ საქართველოშიც. ქართველებს ჩვენზე წინ ვაყენებთ. დსთ-ის სივრცეში პირველ შვიდვარსკვლავიან სასტუმრო The Biltmore Hotel-ში, რომელიც ჩვენს კომპანიას ეკუთვნის, დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობს და ამდენივე "ტერაბანკში". აქედან 99 პროცენტი ადგილობრივი კადრებია. ქართველი ახალგაზრდობა ძალზე ნიჭიერია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს პერსონალისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მუშაკები, ზოგადად, საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი - Sputnik საქართველო
არაბეთის შეიხს საქართველოში სატვირთო აეროპორტის აშენება სურს

– მსმენია, რომ თანამშრომლებს მოუწოდებთ, სწორედ ქართული პროდუქცია შეიძინონ.

— სწორი ინფორმაცია გაქვთ. გეტყვით, რომ პროდუქციის 90%, რომელსაც სასტუმრო Biltmore-ში იყენებენ, საქართველოშია წარმოებული.

იცით, შეიხმა აღნიშნა, რომ აქ ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. მეც ვაჭიანურებ დროს, რომ ამ ქვეყანაში მეტხანს დავყო. დაე, ღმერთი ფარავდეს თბილ ქართველ ხალხს.

– საამიროების მოსახლეობა 2,5 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა. რა არის მოსახლეობის ასეთი ზრდის საიდუმლო?

— საიდუმლო მარტივია – დაახლოებით 7 მილიონი ჩამოსულია, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ ჩვენ ღია ვართ ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებისთვის. ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ორიენტირებულია ადამიანზე, საზოგადოების განვითარებაზე. კარგად არის განვითარებული სასამართლო სისტემა, ამის გარეშე ინვესტორები თავს თავისუფლად და დაცულად ვერ იგრძნობდნენ.

– რა დრო დასჭირდა მოლაპარაკებებს შეიხის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით?

— მისთვის არაფერი მითქვამს. შეიხმა თავად განაცხადა, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა და ფორუმში მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0