ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnikეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ,  —ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება"- აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე.

ეს ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას სთავაზობენ ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას.

„საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ"- აცხადებენ სებ-ში

ბანკში აღნიშნავენ, რომ ასეთი კომპანიები, შეიძლება მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს „საფინანსო", „საბროკერო", „საინვესტიციო" ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საფინანსო სექტორის ლიცენზირებული წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული.

ყველა ახალი ამბავი
0