ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განყოფილება უახლესი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება და ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები შესაბამისი მკურნალობის სრულ სპექტრს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ,  ნათქვამია ქუთაისის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

დეპარტამენტი 50 პაციენტზეა გათვლილი. 

განყოფილება უახლესი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება და  ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი. 

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმ-ონკოლოგების გუნდი გაუწევს.

სამედიცინო დაწესებულების გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მისი განცხადებით, ქალაქის განვითარების გეგმაში სამედიცინო ბიზენსის განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ყველა ახალი ამბავი
0