საქართველოში პრემიუმ კლასის პირველი გოლფ კლუბი გაიხსნა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოში პრემიუმ კლასის პირველი გოლფ კლუბი გაიხსნა
საქართველოში პრემიუმ კლასის პირველი გოლფ კლუბი გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონელი ინვესტორების სახსრებით აშენებული გოლფ კლუბი 331 ჰექტარის ტერიტორიაზე მდებარეობს

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კელიულაიდმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პრემიუმ კლასის პირველი გოლფ კლუბ Tbilisi Hills-ის გახსნის ცერემონიაში, რომელიც ესტონელი ინვესტორების სახსრებით შენდება.

დეველოპერულმა პროექტ Tbilisi Hills-მა 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო დონის გოლფ კლუბის მშენებლობის ვალდებულება აიღო. ამჟამად ათვისებული ინვესრიციების მოცულობა 20 მილიონ დოლარს შეადგენს. გაყვანილია გზები, შექმნილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მაგისტრალები და საჭირო კომუნიკაციები.

საქართველოში ყველაზე დიდი გოლფ- ლუბი, რომლის ფართობი 331 ჰექტარი, მდებარეობს კრწანისის, ორთაჭალის, წავკისისა და ქვემო თელეთის ტერიტორიაზე. 

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი - Sputnik საქართველო
ვაჭრობა და უსაფრთხოება: რა განიხილეს საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა

უახლოეს ათ წელში აქ იგეგმება სასტუმროებისა და კოტეჯური დასახლებების მშენებლობა, რაც დამატებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი კურორტის მშენებლობა საქართველოში ტურისტთა ნაკადს კიდევ უფრო გაზრდის.

„მხოლოდ ოქტომბერში საქართველომ მიიღო 607 000 ტურისტი…   ეს კი არის შესანიშნავი საფუძველი ისეთი კურორტების ასაშენებლად, როგორიცაა ეს გოლფის ცენტრი. ჩვენ ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის, რომ ეს წარმატების ისტორია მიიპყრობს იმ ბიზნესმენთა ყურადღებას, რომლებიც მონაწილეობენ ესტონეთი-საქართველოს პირველ ბიზნესფორუმში, გაზრდის მათ დაინტერესებას საქართველოში არსებული შესაძლებლობებით და უბიძგებს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში“, — აღნიშნა პრემიერმა გახსნის ცერემონიაზე. 

© FB / Giorgi Kvirikashviliკერსტი კალიულაიდი და გიორგი კვირიკაშვილი
Керсти Кальюлайд и Георгий Квирикашвили - Sputnik საქართველო
კერსტი კალიულაიდი და გიორგი კვირიკაშვილი

ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონელი ბიზნესმენების ინვესტიციები — ესაა საქართველოსადმი ნდობა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის რწმენა.

„კომპანიებისათის, რომლებიც საკუთარ ინვესტიციებს აბანდებენ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მათი პროექტები პერსპექტიული იქნება. ისინი მხოლოდ 331 ჰექტარზე პროექტის რეალიზებას არ დასჯერდებიან, აქ, საქართველოში მათ ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედი აქვთ. ამ ინვესტორების კარგი გამოცდილება სხვა ესტონელი და ევროპელი ინვესტორებისთვის გახდება გარანტია იმისა, რომ ეს არის ადგილი ცხოვრებისთვის, მოგზაურობისთვის, შემოსავლის მიღებისთვის“, — ხაზგასმით აღნიშნა კალიულაიდმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გოლფ კლუბის პროექტი ფინელი არქიტექტორების მიერ შემუშავდა.

„ეს არის საერთაშორისო წამოწყება, რაც ძალიან სიმბოლურია — ჩვენ ყველას გვსურს საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, ასევე გვსურს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩამოყვანა, რათა მათაც შეიტანონ წვლილი საქართველოს განვითარებაში“, — განაცხადა ესტონეთს პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 31 ოქტომბერს ესტუმრა. მას მეუღლე, გეორგი-რენე მაქსიმოვსკი ახლავს.

ვიზიტის ფარგლებში კალიულაიდი შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. ესტონეთის პრეზიდენტმა გამართა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართულ-ესტონურ ვიზნეს-ფორუმს დაესწრო.

2 ნოემერს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვევა ქუთაისს, სადაც კალიულაიდი შეხვდება ქალაქის მერს და ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექციით წარდგება. იმავე საღამოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი დასრულდება.

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა. ესტონეთი და საქართველო თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და სხვა. 

ბოლო წლებში საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა. 2015 წლეს ქვეყნები ინვესტიციების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. 2017 წლის პირევლი სამი კვარტლის პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოში პირველი გოლფ-კლუბი Ambassador Golf Resort-ი კაჭრეთთან ახლოს გაიხსნა და სტუმრებს 2012 წლიდან მასპინძლობს. ახალი კონკურენტისგან განსხვავებით, მისი ფართობი სულ მხოლოდ 11 ჰექტარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0