ქართველ ბიზნესმენებს მსოფლიო ბაზარზე გასვლაში დაეხმარებიან

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaპროდუქციის საექსპორტოდ ჩატვირთვა
პროდუქციის საექსპორტოდ ჩატვირთვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შეიქმნება „ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო“, რომელიც ბიზნესმენებს ქართული პროდუქციის უცხოეთში გატანაში დაეხმარება

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს საპატრნიორო ფონდი“ ქმნის „ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს“, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.

სს საპარტნიორო ფონდი სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააარსა. მისი 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ფონდის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თაამშრომლობის განვითარება საინვესტიციო პროექტების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიზნით. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს — ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. 

ქართული ატამი ექსპორტზე გადის - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 29%-ით გაიზარდა

„ახალი სტრუქტურა იმუშავებს ორ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც ქართველი ექსპორტიორები დგანან — ეს არის არასაკმარისი საბრუნავი სახსრები, რის გამოც მათ მიწოდების გაზრდა არ შეუძლიათ, და მეორე — რისკები, რომლებიც უცხოურ ქვეყნებსა და უცხოეთში მყოფ ბიზნესმენებს უკავშირდება“, — განაცხადა თურნავამ.

სააგენტო შესთავაზებს ფინანსურ გარანტიებს, რათა ექსპორტიორებმა საბრუნავი კაპიტალის შესავსებად ბანკებიდან სახსრების მოზიდვა შეძლონ. სააგენტო ასევე დააზღვევს კონტრაქტებს გარე რისკებისგან, მათ შორის პოლიტიკური და ფინანსურისგან, განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საპარტნიორო ფონდი სააგენტოს 20 მილიონ დოლარს გამოუყოფს, გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გადაზღვევას განახორციელებს.

2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საექსპორტო პროდუქციის მოცულობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,3%-ით გაიზარდა და 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, ჩინეთი და თურქეთია.

 

ყველა ახალი ამბავი
0