რუსი და ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო „ბილტმორი“ თბილისში
სასტუმრო „ბილტმორი“ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საგზაო-სამშენებლო ტექნიკისა და მილსადენის არმატურის მწარმოებელი რუსული კომპანიები

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. 23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება ბიზნეს-ფორუმი რუსი და ქართველი ბიზნესმენების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში რუსული და ქართული კომპანიების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

ბიზნეს-ფორუმზე რუსეთს შემდეგი კომპანიები წარმოადგენს: შადრინოს ელექტროდების ქარხანა, სავაჭრო სახლი „საგზაო მანქანების კურგანის ქარხანა" (საგზაო-სამშენებლო ტექნიკის წარმოება), საგზაო ტექნილის ქარხანა „რეგიონი 45" (გზების მშენებლობის, რემონტისა და მომსახურებისთვის დანადგარების წარმოება და მიწოდება), შპს „ტემპერი" (სამრეწველო დანიშნულების მილსადენის არმატურის წარმოება), შპს „სავაჭრო სახლი „სტანდარტი" (ხორცის კონსერვაციის წარმოება).

აშშ დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ბიზნეს-ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, კურგანის ოლქის ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრის, მცირე და საშუალო ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

რუს მეწარმეთა საქმიანი მისია საქართველოში 22-25 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება. ამ პერიოდში კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას ბიზნეს-ფორუმში, ესტუმრებიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, ეკონომიკის სამინისტროსა და დარგობრივ კომპანიებს.

რუსი მეწარმეებისათვის მოეწყობა კონტაქტების ბირჟა და В2В-შეხვედრები.

ღონისძიების ორგანიზატორია კურგანის ოლქის ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრი.

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და რუსეთ შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 700,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 10,6%-ს შეადგენს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
ღვინის ექსპორტი საქართველოდან იზრდება - ლიდერობს რუსეთი

საქართველოდან რუსეთში რვა თვის განმავლობაში გატანილია 264,5 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 44 ათასი ტონა მინერალური და სასმელი წყალი, 4,2 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები (სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები) და 1,9 ათასი ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

რუსეთში ასევე გატანილია 21,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო. რუსეთი ქართული ღვინის მთავარ მომხმარებლად რჩება — 2017 წლის რვა თვის განმავლობაში რუსეთში ექსპორტირებულია 28,5 მილიონი ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდამ 94% შეადგინა.

საქართველომ რუსეთისგან შეისყიდა 342 ათასი ტონა ხორბალი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები საერთო წონით 114 ათასი ტონა, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადი — 78 ათასი ტონა. ამა წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია ფიჭური და სხვა სახეობის სატელეფონო აპარატები საერთო წონით 62,3 ტონა.

 

ყველა ახალი ამბავი
0